Optimized Ionizing Radiation Detector for Measuring Average Density of Solid Particles in Airflow under Extreme Conditions
Main Article Content
ანოტაცია
სხვადასხვა ჰაერსატარ მოწყობილობების - სავენტილაციო სისტემები, გაზსადენის მილები, თვითმფრინავი აირტურბინული ძრავების ჰაერმიმღებები და სხვა - დაბინძურებულ გარემოში ექსპლუატაციისას მათში გამავალ ჰაერის ნაკადში ხშირად ხდება ისეთი მყარი კომპონენტების შერევა, როგორიცაა: მტვერი, ქვიშა, სეტყვა, ვულკანური ფერფლი და სხვა. ამ კომპონენტების მოქმედების უარყოფითი გავლენის პრევენციისათვის საჭიროა მოხდეს მათი იდენტიფიცირება და მასური ხარჯის პერიოდული განსაზღვრა და შედარება ზღვრულ დასაშვებ მნიშვნელობასთან, რის განსახორციელებლად უპირველეს ყოვლისა უნდა გაიზომოს ჰაერის ნაკადში შერეული მყარი ნაწილაკების საშუალო სიმკვრივე.
ამ უკანასკნელის გაზომვა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდებით - რადიოსიხშირული, ულტრაბგერითი, ოპტიკური, მაიონებელი გამოსხივების გამოყენებით და სხვა.
სტატიაში წარმოდგენილია კვლევის შედეგები, რომლებიც ეხება მაიონებელი გამოსხივების გამოყენებას ორკომპონენტიან ჰაერის ნაკადში (ჰაერი+მყარი ნაწილაკები) შერეული სხვადასხვა მყარი ნაწილაკების საშუალო სიმკვრივის გაზომვისათვის. უპირველესად დადგენილია ჰაერსატარ მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლები და საექსპლუატაციო პირობები, მათ შორის ექსტრემალური, და ამ უკანასკნელთა გათვალისწინებით შერჩეულია მაიონებელი გამოსხივების წყაროები და შესაბამისი თანამედროვე ოპტიმალური დეტექტორები.