აირტურბინულ ძრავებში შემავალი უცხო სხეულების (ნაწილაკების) აღმოჩენა და იდენტიფიკაცია OFDM - MIMO ტექნოლოგიებზე დაფუძნებული რადარული სისტემით
Main Article Content
ანოტაცია
თვითმფრინავების აირტურბინული ძრავები მგრძნობიარეა მათ გამდინარე ნაწილში მოხვედრილი უცხო სხეულების მიმართ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძრავის სერიოზული დაზიანება ან ეფექტურობის დაკარგვა[1]. ასეთი ობიექტების რეალურ დროში აღმოსაჩენად და მათი იდენტიფიკაციისთვის ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებას წარმოადგენს OFDM – MIMO [4] ტექნოლოგიებზე დაფუძნებული რადარული სისტემის გამოყენება. საჭიროა რადარული სისტემის აგება, რომელსაც შეუძლია ფუნქციონირება მაღალი დიაპაზონის გარჩევადობით, დოპლერის მგრძნობელობით და მრავალმხრივი არეკვლის, ხმაურის და ვიბრაციის მიმართ მდგრადობით; ისეთი ექსტრემალურმა პირობებმა (როგორიც არის: ჰაერის ნაკადის მაღალი სიჩქარე, ტემპერატურა, ტენიანობა) შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ისეთ მნიშვნელოვან პარამეტრზე, როგორიც არის რადარის ტალღის დაფარვის ზედაპირი (RCS).