სიმეტრიული ფრთის პროფილის კონტურის განსაზღვრის თეორიული მოდელი წინაღობის მინიმიზაციის მიზნით

Main Article Content

ბიძინა აბესაძე
საბა კოპალიანი
ლიზი უბილავა

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია ფრთის სიმეტრიული პროფილის კონტურის განსაზღვრის ახალი მეთოდიკა, რომელიც ეფუძნება უმცირესი ქმედების პრინციპსა და ვარიაციული კალკულუსის გამოყენებას. შემოთავაზებული მათემატიკური მოდელის მიზანია წინაღობის ძალის მინიმიზაცია და გეომეტრიულ-ფიზიკური სასაზღვრო პირობების დაკმაყოფილება. წარმოდგენილი თეორიული ანალიზი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საჰაერო აპარატების აეროდინამიკური ზედაპირების კონსტრუირების მიმართულებით, რადგან არსებობს რიგი პრობლემები, ჰაერის ნაკადის მცირე რეინოლდსის რიცხვებზე მოქმედებისას. აღნიშნული მოდელი იძლევა შესაძლებლობას შეფასდეს ფრთის პროფილის ფორმისა და დინამიკური პარამეტრების გავლენა საერთო აეროდინამიკურ წინააღმდეგობაზე. გარდა ამისა, ნაშრომში ნაჩვენებია, რომ სიმეტრიული პროფილის შემთხვევაში ნულოვანი შეტევის კუთხისას მინიმალური წინაღობის მიღწევა მხოლოდ თეორიული გზით შეუძლებელია, რაც მიუთითებს უფრო კომპლექსური, ასიმეტრიული პროფილების შემდგომი კვლევის აუცილებლობაზე. მიღებული შედეგები წარმოადგენს საფუძველს გაუმჯობესებული პროფილის ოპტიმიზაციისა და ფრთის ფორმის მოდიფიკაციის მეთოდების შემუშავებისთვის.

საკვანძო სიტყვები:
აეროდინამიკა, ფრთის პროფილი, წინაღობის მინიმიზაცია, ვარიაციული კალკულუსი, უმცირესი ქმედების პრინციპი
გამოქვეყნებული: დეკ 22, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles