შესაბამისობის მონიტორინგის ფუნქციის მნიშვნელობა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სასერტიფიკაციო მოთხოვნების უზრუნველყოფაში
Main Article Content
ანოტაცია
ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ საქართველოს, ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებაში წარმოჩენილია საქართველოს ვალდებულებები ევროკავშირის ნორმატიული აქტების გადმოტანის პროცესში. მიუხედავად საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს არსებობისა ქვეყანაში საკანონმდებლო მოთხოვნები და ვალდებულებები საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტთა მიმართ არასრულყოფილია. მნიშვნელოვანია დავინახოთ რამდენად შეესაბამება არსებული სისტემა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროკავშირის რეგულაციებს. ამრიგად, საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაფორმებულ ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებაში გაწერილია ევროპული პრაქტიკის დანერგვის გზები, მონიტორინგის ფუნქციის (შემდგომ: ფუნქცია) უპირატესობები და სარგებელი ქართული საავიაციო სექტორისთვის. პრაქტიკული მაგალითისთვის განხილულია შპს ”საქაერონავიგაციის“ მიერ დანერგილი შესაბამისობის მონიტორინგის ფუნქცია, როგორც პირველი პრეცენდენტი ქვეყანაში. იგი გვიჩვენებს რეალურად, როგორ განხორციელდა და რა გზა გაიარა შესაბამისობის მონიტორინგის ფუნქციამ შესრულებამდე. ეს პროცესი კი მოიცავდა შესაბამისობის მონიტორინგის სახელმძღვანელოს ჩამოყალიბებას, არსებულ მართვის სისტემასათან შერწყმასა და ორგანიზაციულ კულტურასთან ადაპტაციას.