პარადიგმატული ბუნდოვანება საჰაერო კომუნიკაციის დროს

Main Article Content

თეა ვეფხვაძე

ანოტაცია

საავიაციო კომუნიკაციაში, სადაც უსაფრთხოება და სიზუსტე უმთავრესია, თუნდაც მცირედმა გადაცდომამ და არასწორად შერჩეულმა ლექსიკურმა ერთეულმა, შესაძლოა კატასტროფულ შედეგამდეც კი მიგვიყვანოს. მოცემული კვლევა ეხება პარადიგმატულ ბუნდოვანებას, სემანტიკური მრავალმნიშვნელოვნების სახესხვაობას, რომელიც წარმოიშობა სიტყვების ერთი და იმავე სინტაქსურ პოზიციაში პარადიგმატული ჩანაცვლების შედეგად და იკვლევს მის როლს საჰაერო კომუნიკაციის პროცესში. პარადიგმატული სემანტიკის თეორიებსა და პარადიგმატული ლინგვისტიკის საფუძველზე დაყრდნობით, წინამდებარე კვლევა სწავლობს მნიშვნელობით მონაცვლე ლექსიკურ ერთეულებს, პარადიგმატულ სინონიმებსა და ტერმინოლოგიურ გადაკვეთებს, როგორც ბუნდოვანი კომუნიკაციის გამომწვევ ფაქტორებს ავიამეთვალყურეებსა და მფრინავებს შორის. კვლევაში განხილულია ICAO-ს ფრაზეოლოგიის, ავიაციის ოპერაციული სახელმძღვანელოებისა და რეალური შემთხვევების მაგალითები, რათა ვაჩვენოთ, რომ სიტყვების არასტანდარტული გამოყენება ქმნის განსხვავებულ ინტერპრეტაციებს და იწვევს ოპერაციულ შეცდომებს. ხაზგასმულია, რომ სტანდარტიზებული ენა მნიშვნელოვნად ამცირებს სემანტიკურ ბუნდოვანებას. ამიტომაც, სტანდარტიზებული ფრაზების არასტანდარტული ან ყოველდღიური ლექსიკით ჩანაცვლება დიდ საფრთხეს წარმოშობს, განსაკუთრებით, კი საგანგებო სიტუაციების დროს. სტატიაში შემოთავაზებულია პრევენციული მეთოდები, როგორებიცაა ლექსიკური ველების მკაცრი კონტროლი, სემანტიკური ცნობიერების გაძლიერების ტრენინგები და კომუნიკაციის რეალურ დროში ზედამხედველობა. ეს დისციპლინათშორისი კვლევა აკავშირებს ენათმეცნიერულ თეორიასა და ავიაციის უსაფრთხოებას, გვთავაზობს პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც პარადიგმატულ სტრუქტურებსა და პრაგმატულ მიდგომებზეა დაფუძნებული.

საკვანძო სიტყვები:
საჰაერო კომუნიკაცია, პარადიგმატული ბუნდოვანება, სტანდარტიზებული ენა, ICAO-ს ფრაზეოლოგია, სემანტიკურ-პრაგმატული ანალიზი
გამოქვეყნებული: დეკ 22, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles