ფენოვანი კონსტრუქციების რღვევის ფორმები

Main Article Content

ბეჟან ჯიქია

ანოტაცია

ნაშრომი შეეხება მრავალფენიანი კომპოზიტური კონსტრუქციების მექანიკურ ქცევას, მათი გამოთვლითი მოდელების თავისებურებებსა და რღვევის მექანიზმებს. ფენოვანი სტრუქტურები ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ინჟინერიაში მცირე წონისა და მაღალი სიმტკიცე–სიხისტის კომბინაციის ოპტიმალურობის გამო. აქ განხილულია სამშრიანი (სენდვიჩის ტიპის) კონსტრუქციები, რომელთა შემავსებლის როლს ხშირად ასრულებს ფიჭური სტრუქტურა.
მოცემულია ფენოვანი კონსტრუქციების გამოთვლითი მოდელების ორი ძირითადი მიდგომა: პირველი ეფუძნება მთელ პაკეტს, როგორც ერთიან სისტემას, ხოლო მეორე თითოეული ფენისთვის ინდივიდუალური ჰიპოთეზის გამოყენებას და ფენებს შორის კონტაქტური პირობების გათვალისწინებას.
სტატიაში აღწერილია რღვევის ძირითადი ფორმები: შემონაკერის გაგლეჯვა, მზიდი ფენების ადგილობრივი მდგრადობის დაკარგვა, ფიჭური შემავსებლის კუმშვითი ან ძვრითი რღვევები, აგლეჯვადი დაზიანებები და დეფორმაციის რთული კომბინაციები, რომლებიც განსაკუთრებით ხშირად ვლინდება ფიჭურ სტრუქტურებში. ნაჩვენებია, რომ რღვევის უმრავლესობა განისაზღვრება არა მხოლოდ გარე ფენების თვისებებით, არამედ ფიჭური შემავსებლის გეომეტრიული პარამეტრებით (უჯრედის სიგანე, კედლის სისქე), ელასტიური და მექანიკური მოდულებით და ფენებს შორის შეერთების ხარისხით.
ასევე განხილულია კრიტიკული დატვირთვების შეფასების მეთოდები და ადგილობრივი მდგრადობის დაკარგვის პირობები, რაც აუცილებელ საფუძველს ქმნის ფიჭური პანელების ოპტიმალური დიზაინისთვის. მიღებული შედეგები მნიშვნელოვან პრაქტიკულ მნიშვნელობას იძენს საავიაციო, კოსმოსურ, სამშენებლო და მექანიკურ ინჟინერიაში.

საკვანძო სიტყვები:
ფენა, შემავსებელი, რღვევის ფორმები, გაგლეჯვა, ძვრა
გამოქვეყნებული: დეკ 22, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles