უპილოტო საფრენი აპარატების ხელოვნური ინტელექტის როლი გარემოსდაცვითი და აგრარული მონაცემების შეგროვებასა და ანალიზში
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომი ეძღვნება უპილოტო საჰაერო სისტემების დინამიკურ განვითარებას და მათ ტრანსფორმაციას სამხედრო ტექნოლოგიიდან მრავალფუნქციურ სამოქალაქო და სამეცნიერო ინსტრუმენტად. ხაზგასმულია ამ სფეროს ინტერდისციპლინური ფუნქციები, რომელიც მექანიკის, ელექტრონიკისა და პროგრამირების სინთეზს ეფუძნება. განხილულია დრონების გამოყენების ფართო სპექტრი, გარემოს მონიტორინგიდან და ლოგისტიკიდან პრეციზიულ სოფლის მეურნეობამდე. ნაშრომში ასევე აღწერილი დრონის ტექნიკური სტრუქტურა, მათ შორის კონტროლერისა და თანამედროვე სენსორული სისტემების (GPS, კამერები, ინერციული ერთეულები) კოორდინირებული მუშაობა. ნაჩვენებია, რომ ეს კომპონენტები დრონს აქცევს არა უბრალოდ მფრინავ აპარატად, არამედ კომპლექსურ ინტელექტუალურ პლატფორმად, რომელსაც მონაცემების რეალურ დროში შეგროვება, დამუშავება და ანალიზი შეუძლია.