სანაპირო ზოლში მომუშავე სამაშველო შვეულმფრენების და დრონების ფრენის უსაფრთხოების გაზრდა ძრავებში ფრინველების მოხვედრისგან დამცავი მოწყობილობების გამოყენებით
Main Article Content
ანოტაცია
თანამედროვე დრონების, ანუ უპილოტო საფრენი აპარატების (UAV – Unmanned Aerial Vehicle), გამოყენება სწრაფად იზრდება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სფეროებში. დრონების მეშვეობით ხორციელდება ტოპოგრაფიული გადაღება, ინფრასტრუქტურის მონიტორინგი, გადაუდებელი სამაშველო ოპერაციები და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ამოცანა. ამ მექანიზმების წარმატებული ოპერირება დიდწილად დამოკიდებულია ფრენის გაზრდილ უსაფრთხოებაზე, მათ აეროდინამიკურ სტაბილურობაზე, ძრავების სიმძლავრეზე, საფრენი მარშრუტის შერჩევაზე და სხვა მრავალ ფაქტორზე.
ერთ-ერთი სერიოზული რისკ-ფაქტორი დაბალ სიმაღლეზე ფრენისას, ქალაქში, ქალაქგარეთ, განსაკუთრებით სანაპირო ზოლებში ან ტყის მასივებთან არის ფრინველებთან შეჯახება. დრონებისა და ფრინველების შეჯახება (Bird Strike) წარმოადგენს მზარდ საფრთხეს, რომელიც არა მხოლოდ თვითონ დრონის დაზიანებას იწვევს, არამედ შესაძლოა გამოიწვიოს პროპელერის მიერ ფრინველის ფრაგმენტების მოხვედრა ადამიანზე ან სტრუქტურაზე, რაც ქმნის მოსალოდნელ პოტენციურ ზიანის რისკს.
ამრიგად, დრონების უსაფრთხო ექსპლუატაცია მოითხოვს არამხოლოდ ტექნოლოგიურად მაღალ დონეს და მენეჯმენტს, არამედ გარემოსთან ადაპტირებული და ინტელექტუალური დაცვის სისტემების დანერგვას. ფრინველებთან შეჯახების პრევენცია კი ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა, რაც დღეისათვის, დრონების ფართო გამოყენების პირობებში, უფრო და უფრო აქტუალური ხდება.