ძაბვათა კონცენტრაციის შესწავლა განსხვავებული სიხისტის ელემენტების შეერთების უბანში

Main Article Content

სერგო ტეფნაძე
სოფიო ბლიაძე

ანოტაცია

თანამედროვე საავიაციო კონსტრუქციებში მასის მინიმიზაციის მოთხოვნა ხშირად იწვევს ელემენტების სისქისა და სიხისტის ცვლილებას, რაც ძაბვათა თავმოყრის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ასეთი უბნები განსაკუთრებით კრიტიკულია თვითმფრინავის ფრთისა და გარსაცმის ელემენტებში, სადაც კონცენტრირებული ძაბვები მნიშვნელოვნად ამცირებს სტრუქტურის გამძლეობასა და საიმედოობას.
ნაშრომში განხილულია განსხვავებული სისქის ფოლადის ფირფიტების შეერთებისას წარმოქმნილი ძაბვათა კონცენტრაციის შემთხვევა, რომელიც გამოკვლეულია სასრული ელემენტების მეთოდით (ANSYS Workbench). მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ სისქეთა მკვეთრი გადასვლები იწვევს ძაბვათა მნიშვნელობების ზრდას, ხოლო გეომეტრიული გარდამავლობის სოლისებრი ფორმა ეფექტურად ამცირებს კონცენტრაციას.
კვლევის შედეგად დასტურდება, რომ ელემენტთა შეერთების გეომეტრიული ოპტიმიზაცია წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას ძაბვათა თავმოყრის შემცირებისა და კონსტრუქციის მასა–სიმტკიცის ოპტიმალური ბალანსის მისაღწევად.

საკვანძო სიტყვები:
ძაბვათა კონცენტრაცია, სისქის გარდამავალი უბანი, მასის მინიმიზაცია, სასრული ელემენტების მეთოდი, სტრუქტურული სიმტკიცე
გამოქვეყნებული: დეკ 22, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles