საფრენი აპარატების ტექნიკური მომსახურეობის გაუმჯობესება და უსაფრთხოების ზომების გაზრდა
Main Article Content
ანოტაცია
საჰაერო ტრანსპორტი თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, რომელიც უზრუნველყოფს გლობალური ეკონომიკური, კულტურული და ტექნოლოგიური ურთიერთობების უწყვეტობას. ფრენების რაოდენობის ზრდამ ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად გაზარდა უსაფრთხოებისადმი მოთხოვნა და ტექნიკური მომსახურების ხარისხის მნიშვნელობა. ნაშრომში განხილულია ავიაციის ტექნიკური მომსახურების სისტემის როლი საფრენი აპარატების უსაფრთხო ექსპლუატაციაში, საერთაშორისო სტანდარტების გავლენა და ტექნოლოგიური ინოვაციები, რომლებიც ხელს უწყობს ავარიული შემთხვევების პრევენციას.
მოცემულია საერთაშორისო ორგანიზაციების ICAO, IATA და EASA რეგულაციებზე დაფუძნებული ანალიზი, ასევე განხილულია კონკრეტული ავიაკატასტროფების მიზეზები არასათანადოდ ჩატარებული მომსახურების ტექნიკური მაგალითზე. შედეგები მიუთითებს, რომ უსაფრთხოების მაღალი დონე მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ტექნიკური მომსახურება ეფუძნება მონაცემებზე დამყარებულ პროგნოზირებად მოდელებს, პროფესიული განათლების უწყვეტ პროცესს და თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს. კვლევა ადასტურებს, რომ უსაფრთხოების კულტურის გაძლიერება და ინოვაციური მიდგომების დანერგვა აუცილებელია საქართველოსა და გლობალური ავიაციის მდგრადი განვითარებისათვის.