საერთაშორისო ლოგისტიკური ცენტრების მნიშვნელობა
Main Article Content
ანოტაცია
ინფრასტრუქტურული ობიექტების კომპლექსი, რომელიც ლოკალურ ტერიტორიაზეა განთავსებული, სადაც მიმდინარეობს ინტეგრაციისა და კოორდინაციის პროცესების რეალიზაცია, ლოგისტიკურ ცენტრებს წარმოადგენს. მე-20 საუკუნის 60-90-იან წლებში, აშშ-სა და ევროპაში, სასაქონლო ნაკადების ტრანსპორტირებისა და გადანაწილების სფეროში, თავი იჩინეს გარკვეულმა პრობლემებმა და ტენდენციებმა, რომელთა შესწავლა აუცილებელი გახდა, სხვადასხვა ფორმატის ლოგისტიკური ცენტრების ფორმირების პროცესების სრულყოფისათვის.
საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ, მიკრო და მაკროეკონომიკურ ჭრილში, მაქსიმალურ ეფექტიანობას უზრუნველყოფს ინტეგრირებული ლოგისტიკური მომსახურება, რომლის დროსაც, ლოგისტიკური კომპანიები (პროვაიდერები, ოპერატორები), მატერიალურ-სასაქონლო ნაკადების მოძრაობისა და მომსახურებისას, კომპლექსურად ახორციელებენ მრავალფეროვან ლოგისტიკურ მომსახურებას.