საავიაციო აირტურბინული ძრავების დამცავ ბადეზე მოხვედრილი ფრინველების დანაწევრების პირობის თეორიული გამოკვლევა

Main Article Content

ა. მაისურაძე
ბ. აბესაძე
გ. მუშკუდიანი

ანოტაცია

მოცემულ ნაშრომში წარმოდგენილია მეთოდოლოგია, ორი განსხვავებული მიდგომის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს პირობებს რა შემთხვევებში მოხდება აირტურბინული ძრავის შემსვლელზე მოთავსებულ დამცავ ბადეზე მოხვედრილი ფრინველების დანაწევრება. იგულისხმება ფრინველის მოხვედრის სიჩქარე, ბადის უჯრედის ზომები, ბადის მავთულის დიამეტრი, ბადის გამძლეობა სიმტკიცეზე და ა. შ. კონკრეტული მაგალითის საფუძველზე განსაზღვრულია აღნიშნული მახასიათებლები. განხილულია ერთმანეთის მიმდევრობით მოთავსებული რამდენიმე ბადის შემთხვევა და მათში ფრინველის სრული დანაწევრების პირობები. შემუშავებულია რეკომენდაციები ასეთი დამცავი მექანიზმების პარამეტრების განსაზღვრის შესახებ.

საკვანძო სიტყვები:
ფრინველი, დამცავი ბადე, საავიაციო ძრავი, სიჩქარე, დანაწევრება
გამოქვეყნებული: Dec 20, 2021

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles