დისტანციური სწავლების ტექნოლოგიებით მართვის ოპტიმიზაცია

Main Article Content

ლ. მეტრეველი

ანოტაცია

XXI საუკუნის საგანმანათლებლო სისტემის თანამედროვე მოთხოვნები და პრინციპები, ტექნიკური პროგრესი და ტექნიკური პროცესები ახალ–ახალ პრობლემებს ქმნის და დიდ ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმების პროცესებზე. რა თქმა უნდა, საჭიროა არსებული საგანმანათლებლო სისტემის ტრანსფორმაცია, მართვის ახალი ფორმებისა და ტექნოლოგიების, სწავლების მეთოდებისა მიზნის გზების ძიება. ეს გზა კი ახალ საინფორმაციო ტექნოლოგიებზე გადის. თუ ამ გზას გავყვებით, მაშინ ობიექტური სინამდვილის ასახვისათვის ჩვენი აღქმის აპარატი უნდა გადაეწყოს ვირტუალურზე, რასაც განსაზღვრული ადგილი უკავია ევოლუციური ცვლილებების გზაზე და აპრიორულს უახლოვდება. მიზნის მისაღწევად საჭიროა არსებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მეცნიერული კვლევების შერწყმა, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებთან. ეს შეთანხმებული ურთიერთმოქმედება, ცხადია, გამოიწვევს საგანმანათლებლო სივრცის ხარისხობრივ ცვლილებებს და ამოატივტივებს სწავლების ახალი ტექნოლოგიების ნაირსახეობას, რომელიც განსაზღვრავს განათლების მომავალს, და მასზე დაყრდნობით საფუძველი ეყრება ჩვენი ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებას, დანარჩენ სამყაროსთან ადაპტირებასა და ინტეგრირებას მსოფლიო საზოგადოებაში.

საკვანძო სიტყვები:
დისტანციური სწავლება, ოპტიმიზაცია, საგანმანათლებლო ტექნოლოგიები, პედაგოგიური გამოცდილება, ინტერნეტ-განათლება
გამოქვეყნებული: Dec 20, 2021

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles