თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ადამიანის ფაქტორის ტაქსონომია საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის განვითარებაში პოლონეთის და საქართველოს მაგალითი

Main Article Content

ნიკა თიკანაშვილი
ანტონ კოპიტი

ანოტაცია

საჰაერო  ნავიგაციის გლობალური  გეგმის (GANP) მიერ შემოთავაზებული მოქნილი საინჟინრო მიდგომა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს გააუმჯობესონ საჰაერო ნავიგაციის შესაძლებლობები მათი სპეციალური საექსპლუატაციო მოთხოვნების დაკმაყოფილებით. საავიაციო სპეციალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ GANP-ის წარმატებით დანერგვაზე გადასვლის პროცესში. GANP-ის წარმატებული განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხია საჰაერო მოძრაობის მართვის ინოვაციური სისტემის და საჰაერო ხომალდების თანამედროვე საბორტო ტექნოლოგიების ეფექტური ურთიერთკავშირი ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით.


კვლევის მიზანია საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემას, საჰაერო ხომალდების თანამედროვე საბორტო სისტემებსა და საავიაციო პერსონალის კომპეტენციებს შორის ტაქსონომიური მოდელის შექმნა, ვინაიდან გლობალური სანავიგაციო გეგმის რეალიზაციის ერთ-ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ, ერთის მხრივ, ამჟამად არ არსებობს ერთიანი მოთხოვნები საჰაერო მოძრაობის მართვის პერსონალის ყველა კატეგორიისათვის, ხოლო, მეორეს მხრივ, საჰაერო მოძრაობის მართვის ტექნოლოგიური განვითარება ბევრად წინ უსწრებს შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის მომზადების ტემპს. ეს პრობლემა უფრო მეტად შესამჩნევია იმ ქვეყნებში, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში დაიწყეს საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემათა აქტიური მოდერნიზაცია. კვლევითი სამუშაოები ფოკუსირებულია საქართველოს და პოლონეთის მაგალითებზე დაყრდნობით ნაწილობრივ ავტომატიზებული მეთოდოლოგიის შექმნაზე საჰაერო მოძრაობის მართვის პერსონალის კომპეტენციათა შეფასებისათვის, ასევე კურუკულუმის, სასწავლო  კურსებისა და მოდულების სინთეზზე ონტოლოგიური მიდგომის გამოყენებით როგორც ამ პრობლემების გადაწყვეტის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი.


ნაშრომში შემოთავაზებულია ონტოლოგიურ მოდელზე დაფუძნებული მეთოდოლოგიური მიდგომა საჰაერო მოძრაობის მართვის თანამედროვე მოთხოვნებსა და უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების სწავლის შედეგებს შორის საქართველოს და პოლონეთის მაგალითზე. ვინაიდან ორივე ქვეყანაში სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები ადამიანური კომპეტენციების განვითარება უფრო მნიშვნელოვანი ხდება, სწორედ ადამიანის კომპეტენციათა ანალიზის საფუძველზე შემოთავაზებულია პერსონალის კომპეტენციათა გაუმჯობესებისათვის გასათვალისწინებელი საკვანძო საკითხების ტაქსონომია საჰაერო მოძრაობის მართვის ფართომასშტაბიანი პროგრამების შემუშავებისა და ინტეგრაციის მიზნით.

საკვანძო სიტყვები:
საჰაერო მოძრაობის მართვა, ავიონიკა, ადამიანური ფაქტორი, ახალი ტექნოლოგიები
გამოქვეყნებული: Mar 9, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles