VHF დიაპაზონში მომუშავე რადიო სანავიგაციო სისტემებზე VOR, ILS, GBAS ელექტრომაგნიტური ჩარევების კლასიფიკაცია

Main Article Content

რამინ კუჭუხიძე
თეიმურაზ ქორთუა

ანოტაცია

დღეს, როდესაც  VHF სიხშირეთა სპექტრი ძალიან გადატვირთულია და რადიო სანავიგაციო სისტემების უმეტესობა ამ სპექტრშია ჩართული, ელექტრომაგნიტური ხელშეშლების რისკი ძალიან მაღალია, სწორედ ამიტომ უნდა ვიფიქროთ ამ ხელშეშლების მინიმუმამდე შემცირებაზე. ამ ნაშრომში განხილულია ეს მნიშვნელოვანი საკითხები. სპექტრის გადატვირთვის გარდა ელექტრომაგნიტური ინტერფერენცია შეიძლება გამოწვეული იყოს იონოსფეროს გარკვეული შრეებიდან, სწორედ ამიტომ სასურველია შესაბამისი სადამკვირვებლო სადგურების შექმნა, რადგან თუ ჩვენ დროულად  გვექნება ინფორმაცია,  რომ იონოსფეროში კონკრეტულ ადგილას არის ხელსაყრელი შემადგენლობა ტალღის  ანომალური გავრცელებისთვის, რასაც გავლენა ექნება რადიო სანავიგაციო სისტემებზე, ასობით და ათასობით კილომეტრის დაშორებით, პრობლემა მოგვარებადია.

გამოქვეყნებული: Mar 9, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles