რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე
Main Article Content
ანოტაცია
2022 წლის მარტში შემუშავდა ვერსალის დეკლარაცია, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება მალე ეტაპობრივად დაძლიონ ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთის წიაღისეულ რესურსებზე. ევროპის საბჭოზე დაინიშნა ზომები ენერგორესურსებზე მაღალი ფასების ზემოქმედების შესამცირებლად და ენერგორესურსების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
ასევე, 2022 წლის 23-24 ივნისს, ევროკავშირის ლიდერებმა განიხილეს ენერგიის ფასების ზრდის მიზეზები. გამოიკვეთა ენერგორესურსების ფასების ზრდის შეკავების გზები, განიხილეს ფასის დროებითი ლიმიტის შემოღების შესაძლებლობა. 2022 წელს, 26 ივლისს, ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ნებაყოფლობით შემცირებაზე 2022 წლის ზამთარში 15%-ით.
2022 წლის 5 აგვისტოს საბჭომ მიიღო დებულება წერილობითი წესით ბუნებრივი აირის მოთხოვნის 15%-ით შემცირების შესახებ.
რუსეთი ასევე პასუხისმგებელია გლობალურ სასურსათო კრიზისზე.
აქტუალური პრობლემაა საწვავის მიწოდება და საწვავის ფასების ზრდა, ასევე ლოგისტიკური გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია საზღვრის გადაკვეთასთან და საჰაერო სივრცის შეზღუდვასთან. გარდა ამისა, გარკვეული სირთულეები გამოიწვია საქონლის იმპორტმა და უკრაინელი ლტოლვილების დიდმა ნაკადმა ევროკავშირის ქვეყნებში.