საფრენი აპარატების მართვის ინტელექტუალური სისტემები
Main Article Content
ანოტაცია
მომავალი თაობის საფრენი აპარეტების შექმნის გზაზე ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების მხარდაჭერის საბორტო ინტელექტუალური სისტემების აგების საკითხების კვლევა და დამუშავება. მიღებული ტერმინოლოგიის შესაბამისად ესენი არიან სისტემები, რომლებიც აქტიურად იყენებენ ექსპერტის ცოდნას და გამოცდილებას - ორიენტირებულს მართვის ობიექტის მუშაობაში ჩართვისათვის გარე და შიგა გარემოს უწყვეტად ცვალებადი მოდელის ანალიზის საფუძველზე. სტატიაში განხილულია ასეთი სისტემების მთავარი არქიტექტურული თავისებურება და განსხვავება ტრადიციული სქემით აგებული მართვის სისტემებისგან, რაც დაკავშირებულია მათში ცოდნის შენახვისა და დამუშავების მექანიზმების არსებობასთან და რომლებსაც განუსაზღვრელობის პირობებში შეუძლიათ საჭირო ფუნქციების შესრულება გარე შეშფოთებების ზემოქმედების დროს. განხილულია მართვის ინტელექტუალური სისტემის განზოგადებული სტრუქტურა, ინტელექტუალური სისტემების სტრუქტურული სქემა, საბორტო საკონსულტაციო ინტელექტუალური სისტემების მუშაობის პრინციპი. დამუშავებულია და მოყვანილია საბორტო საკონსულტაციო ექსპერტული სისტემის ჩართვის სქემა საბორტო საინფორმაციო-მმართველი სისტემის შემადგენლობაში და განსაზღვრულია მისი ფუნქციები.