თანამედროვე ავიონიკის - საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის ერგონომიკა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის შედარებითი ანალიზი. ლატვიისა და საქართველოს შემთხვევების შესწავლა

Main Article Content

ნიკა თიკანაშვილი
მონტა ალექსანდრა ლაჩანე

ანოტაცია

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL)-ის კვლევის მიხედვით, 2035 წლისთვის ევროპის აეროპორტები მოემსახურება 14.4 მილიონ ფრენას და 1.4 მილიარდ მგზავრს. საჰაერო მოძრაობის მართვის ამჟამინდელი სისტემა (ATM) არ არის სრულ მზადყოფნაში საჰაერო მიმოსვლის მსგავსი მოცულობისათვის. სისტემა ვერ გაუმკლავდება თვითმფრინავების ასეთ დიდ რაოდენობას დროულად, რაც გამოიწვევს საჰაერო სივრცის გადატვირთულობას და მოძრაობის შეფერხებას მიწაზე და ჰაერში. ეს მდგომარეობა ეკონომიკურად არაეფექტურია და მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე ნახშირბადის გამოყოფისა და ხმაურით დაბინძურების გამო. ამ მიზეზით აუცილებელია საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის უწყვეტი განვითარება და მოდერნიზაცია. გლობალური საჰაერო ნავიგაციის გეგმა (GANP) არის მოქნილი საინჟინრო-ტექნიკური მეთოდოლოგიური დოკუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) წევრ სახელმწიფოს განავითაროს საჰაერო ნავიგაციის შესაძლებლობები მათი სპეციფიკური ოპერატიული მოთხოვნების საფუძველზე. GANP-ის წარმატებული განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაწილია საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის ინოვაციური და საჰაერო ხომალდის თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტური ურთიერთკავშირი ერგონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით. სისტემის „ოპერატორი-მანქანა-გარემოს“ ძირითადი ეფექტური ფუნქციონირება განისაზღვრება ადამიანური ფაქტორით და მნიშვნელოვნადაა დამოკიდებულია პროცესის ავტომატიზაციის დონესა და უამრავ ძირითად ტექნიკურ პარამეტრზე.


ნაშრომი ორიენტირებულია ლატვიისა და საქართველოს შემთხვევების შესწავლაზე. წარმოდგენილია დამოკიდებულება, ორივე ქვეყნის საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემაში ინოვაციური ტექნოლოგიების სწრაფ დანერგვას, თვითმფრინავების საბორტო სისტემების განვითარებასა და ავია სპეციალისტების შესაბამისი ახალი ცოდნითა და უნარებით მომზადების დონეს შორის. კვლევის შედეგად შემოთავაზებულია მეთოდოლოგიური მიდგომა და ეფექტური ურთიერთ დამოკიდებულების მოდელი საჰაერო მოძრაობის მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვასა და საბორტო ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას შორის, ადამიანური
ფაქტორების გათვალისწინებით.

საკვანძო სიტყვები:
საჰაერო მოძრაობის მართვა, ავიონიკა, ინოვაციური ტექნოლოგიები, ერგონომიკა
გამოქვეყნებული: Dec 11, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles