კვანტური კომპიუტერები და მათი გამოყენების პერსპექტივები ავიაციაში

Main Article Content

დემურ ვეფხვაძე

ანოტაცია

დღეს კვანტური კომპიუტერების თემა წარმოადგენს ერთ - ერთ ყველაზე უფრო პერსპექტიულ და აქტუალურ თემას თანამედროვე მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში. კვანტური კომპიუტერები იმედს იძლევიან მოახდინონ გარღვევები მთელ რიგ ისეთ სფეროებში,
როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, მართვის სისტემები, კრიპტოგრაფია, ბიოლოგია, მედიცინა, ფინანსები, ქიმია და რა თქმა უნდა ავიაცია. ისინი შეძლებენ გადაწყვიტონ ისეთი რთული ამოცანები (რთული სისტემების ოპტიმიზირება, მოლეკულების და ატომების ქცევის სიმულაცია, ახალი მასალების დამუშავება, დაცული მონაცემების გაშიფვრა, თანამედროვე საფრენი აპარატების მართვა და კონტროლი რთულ გარემოსა და ექსტრემალურ სიტუაციებში და ა.შ.), რომელთა გადაწყვეტა შეუძლებელი ან ძნელად გადასაწყვეტია კლასიკურ კომპიუტერებზე. კვანტური კომპიუტერები საჭიროა დიდ მონაცემებთან მუშაობისთვის, რადგან ეს მონაცემები მოითხოვს უამრავი ვარიანტების გადარჩევას, რაც შეუძლია მხოლოდ კვანტურ კომპიუტერებს.


ნაშრომში განხილულია კვანტური კომპიუტერების აგების ძირითადი პრინციპები, მათი საბაზისო ინფორმაციული ერთეულის კუბიტის დანიშნულება, დახასიათება და ძირითადი ტიპები. მოყვანილია კვანტური კომპიუტერის პრინციპული სქემა და მუშაობის პრინციპი. განხილულია კვანტური გამოთვლების ძირითადი ალგორითმები. მოცემულია კვანტური კომპიუტერების კლასიკურ კომპიუტერებთან შედარებითი დახასიათება და ნაჩვენებია კვანტური კომპიუტერების უპირატესობა მათთან შედარებით. შემოთავაზებულია ავიაციაში კვანტური კომპიუტერების გამოყენების შემთხვევაში მთელი რიგი ფართო სპექტრის რთული
საავიაციო ამოცანების (ოპტიმიზაციის ამოცანები, რთული სისტემების მოდელირება და ანალიზი, ახალი საავიაციო მასალების დამუშავება, საჰაერო მოძრაობის მართვა და სხვ.) ოპტიმალური გადაწყვეტის შესაძლებლობები, პრინციპები და შესაძლო შედეგები.

საკვანძო სიტყვები:
კვანტური კომპიუტერი, კუბიტი, სუპერპოზიცია, კოჰერენტულობა, კვანტური ალგორითმი, საჰაერო მოძრაობის მართვა
გამოქვეყნებული: Dec 11, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles