მონრეალის კონვენციაში მოცემული სხეულის დაზიანების დეფინიციის ცვლილება ევროკავშირის სასამართლოს ახალი პრაქტიკის შედეგად

Main Article Content

ბექა ხიტირი

ანოტაცია

საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ მონრეალის 1999 წლის 28 მაისის კონვენცია (შემდგომში მოხსენიებული, როგორც მონრეალის კონვენცია) ძირითადი დოკუმენტია, რომელიც საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ფარგლებში
ავიაკომპანიების მგზავრთა და ტვირთის გადამზიდავთა მიმართ პასუხისმგებლობის საკითხს განსაზღვრავს. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც აღნიშნული კონვენციით არის მოწესრიგებული, არის ავიაკომპანიის მიერ გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, მისი მოცულობა და მასზე წინასწარ უარის თქმის შესაძლებლობის აკრძალვა.


მონრეალის კონვენცია განსაზღვრავს ზიანის ოთხ ძირითად სახეს, რომელიც ანაზღაურდება მისი მოქმედების ფარგლებში - მგზავრის გარდაცვალება, მისი სხეულის დაზიანება, ბარგის განადგურება ან დაკარგვა და ფრენის შეფერხება. მოცემული სახის რომელიმე ზიანის არსებობის შემთხვევაში, კონვენცია ადგენს, რომ ავიაკომპანია ვალდებულია, წინასწარ განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი სრული ოდენობით. რაც შეეხება სხვა სახის ნებისმიერ ზიანს, რომელიც შეიძლება, მაგალითად, მგზავრს მიადგეს საერთაშორისო კომერციული ფრენის დროს, მათზე მონრეალის კონვენცია არ ვრცელდება.


შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ოთხი სახის ზიანის არსებობის შემთხვევაში, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციაში მოქმედი ძირითადი ნორმატიული აქტი მონრეალის კონვენციაა. აღნიშნული დოკუმენტის უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, დღეს მაინც არსებობს სხვადასხვა ბუნდოვანებები, რომლებთან დაკავშირებული პრაქტიკაც მუდმივ ევოლუციას განიცდის, რაც არსებით გავლენას ახდენს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის განვითარებაზე.

საკვანძო სიტყვები:
სხეულის დაზიანება, სასამართლო პრაქტიკა, კონვენცია, ემოციური ტანჯვა, მგზავრთა უფლებები
გამოქვეყნებული: Dec 11, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles