კვლევები და პრაქტიკული ნაბიჯები ქართული საავიაციო ტექნიკური ტერმინოლოგიის განვითარებისა და სრულყოფისათვის

Main Article Content

ს. ტეფნაძე
ნ. თიკანაშვილი
რ. ხაჩიძე
ვ. კელიხაშვილი
მ. ოსაძე

ანოტაცია

ავიაციისა და საავიაციო ინდუსტრიის სწრაფი განვითარების შედეგად ბოლო წლებში დამუშავდა სრულიად ახალი ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებები, რომლებიც დაინერგა და წარმატებით გამოიყენება მთელ მსოფლიოში. შესაბამისად ხმარებაში შემოვიდა
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალი საავიაციო ტერმინები და ცნებები. აუცილებელი გახდა მათი ქართული შესატყვისების მოძიება ან ახლის შექმნა, რასაც ბოლო დროს პარალელურად, მაგრამ ერთმანეთთან შეუთანხმებლად, ახორციელებენ სხვადასხვა უწყებები და
ორგანიზაციები. საჭირო გახდა საავიაციო დარგის სპეციალისტებისა და ენათმეცნიერების ერთობლივი მუშაობა ამ მიმართულებით.


სტატიაში განხილულია საავიაციო ტერმინოლოგიის განვითარების ეტაპები საქართველოში, შესწავლილია მისი დღევანდელი მდგომარეობა და დასახულია მისი შემდგომი განვითარების გზები.

საკვანძო სიტყვები:
საავიაციო ტერმინოლოგია, ლექსიკონი, თარგმნა, ტერმინთბანკი
გამოქვეყნებული: Dec 11, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles