ფრინველების საჰაერო ხომალდებთან დაჯახებისას ძრავაში მათი მოხვედრით გამოწვეული დაზიანებების სტატისტიკის ანალიზი და მათი აღმოფხვრისათვის გასაწევი ხარჯების შეფასება

Main Article Content

რ. ხაჩიძე
ა. მაისურაძე
გ. ცუცქირიძე

ანოტაცია

სტატიაში განხილულია ფრინველების საჰაერო ხომალდებთან დაჯახებით გამოწვეული დაზიანებების სტატისტიკა და ჩატარებულია მისი ანალიზი.


კვლევა ეყრდნობა ანალიზურ, სტრუქტურულ, ტრენდულ, დაჯგუფებისა და შედარების მეთოდებს. დინამიკური ანალიზის დროს, გამოყენებულია ცალკეული პარამეტრების თითოეული მაჩვენებლის შედარება წინა პერიოდთან. ანალიზისთვის ხდება საბაზისო
მაჩვენებლების გამოყენება, კერძოდ, რომელიმე გასული პერიოდის მონაცემები, რომლებიც შესაძლოა პროცენტული სახით იყოს წარმოდგენილი. ამ დროს, ხდება ყოველი შემდეგი წელის საბაზისო წელთან შედარება და დგინდება გადახრები. დინამიკურ ანალიზს სხვაგვარად ჰორიზონტალურ ანალიზსაც უწოდებენ. გამოყოფილია და შესწავლილია საჰაერო ინციდენტები და მისი შედეგები, რომლებიც გამოწვეულია თვითმფრინავის ძრავაში ფრინველების მოხვედრით. შეფასებულია დაზიანებული ძრავების ნაწილების ან მთლიანად ძრავების აღდგენისა და შეკეთებისათვის გასაწევი პირდაპირი და ირიბი ხარჯები. სამაგალითო გამოთვლებისათვის საჭირო საწყისი მონაცემები აღებულია მონაცემთა ბაზიდან, რომელიც შექმნილია აშშ საავიაციო ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) მიერ 1990-2022 წლების განმავლობაში მომხდარი საავიაციო ინციდენტებისათვის.


ნაშრომში ფართოდ არის გამოყენებული სტატისტიკური მასალები, საქართველოში გამოქვეყნებული და უცხოური გამოცემების მონაცემთა ბაზიდან.

საკვანძო სიტყვები:
საჰაერო ხომალდი, ფრინველებთან დაჯახება, ძრავას დაზიანება, ეკონომიკური ზარალი, გაწეული ხარჯები, aircraft, bird strike, engine damage, economic loss, expenses incurred
გამოქვეყნებული: Dec 11, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles