თხელკედლიანი კონსტრუქციების ანგარიში დაღლილობასა და ხანგამძლეობაზე ANSYS საპროგრამო კომპლექსის გამოყენებით

Main Article Content

ს. ტეფნაძე
ი. ლოლაძე

ანოტაცია

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საავიაციო კონსტრუქციების ხანგამძლეობის საკითხების გადაწყვეტა ერთ-ერთი ურთულესი საკითხია, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხის შესწავლას მიძღვნილი აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია თუ მონოგრაფია, სადღეისოდ არ არსებობს სრულყოფილი მეთოდი, რომლის შედეგადაც საფრენ აპარატებს ზუსტად განესაზღვრება ფრენა-საათი ან კალენდარული დრო, სწორედ ამიტომ მიმართავენ საფრენ აპარატებზე ფიზიკური ექსპერიმენტის ჩატარებას განმეორებით სტატიკურ დატვირთვებზე, რაც ფინანსურად და დროის თვალსაზრისით საკმაოდ ძვირადღირებულია. აღნიშნულ ნაშრომში გადმოცემულია არამარტო დაღლილობისა და ხანგამძლეობის ზოგადი საკითხები, არამედ რიცხვითი ექსპერიმენტის სახით განხილულია კონკრეტული კონსტრუქციის ანგარიში ხანგამძლეობაზე, ციკლური დატვირთვების პირობებში შეფასებულია ყველა ის პარამეტრი რომელიც განსაზღვრავს მის მუშაუნარიანობას დროის გარკვეულ პერიოდში. სტატიაში განხილულია დაღლილობის ფენომენი და რა ძირითადი ფაქტორები ახდენენ გავლენას მასზე.

საკვანძო სიტყვები:
ძაბვა, კონცენტრატორი, სიხისტე, სასრული ელემენტი
გამოქვეყნებული: Jan 20, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles