საჰაერო ხომალდების ძრავებიდან გამონაბოლქვი მავნე ნივთიერებების ავტომატური აღრიცხვის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

Main Article Content

რობერტ ხაჩიძე

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავების ძრავებიდან გამონაბოლქვი მავნე ნივთიერებების (ნახშირბადის ოქსიდების - CO/CO2, დაუწვავი ნახშირწყალბადების - CnHm და აზოტის ოქსიდების - NOx) ავტომატური აღრიცხვის პრობლემები და დასახულია მათი გადაჭრის გზები ICAO-ს მიერ რეკომენდებული მეთოდიკის გამოყენებით. დასმულია საკითხი ჰაერისა და აეროპორტების მიმდებარე გარემოს შესაბამისი დაბინძურებით გამოწვეული ეკოლოგიური საფრთხის შესწავლისა და შეფასების აუცილებლობის შესახებ და გამახვილებული ყურადღება საერთაშორისო ავიაციისათვის ნახშირწყალბადოვანი აირების შემცირებისა და კომპენსაციის სქემის (CORSIA) მოთხოვნებზე და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ჩართულობაზე ამ პროცესში.

საკვანძო სიტყვები:
აირების ემისია, ჰაერის დაბინძურება, აფრენა-დაფრენის სტანდარტული ციკლი, ძრავას მუშაობის რეჟიმი, გამონაბოლქვი აირები, ემისიის ინდექსი
გამოქვეყნებული: Jan 20, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles