ნახვრეტის მქონე მართკუთხა ფირფიტის სიმტკიცეზე ანგარიში ღერძული დატვირთვების შემთხვევაში

Main Article Content

ს. ტეფნაძე
ს. ბლიაძე

ანოტაცია

საავიაციო კონსტრუქციების უმრავლესობა წარმოადგენს ძაბვათა კონცენტრაციის არეს, საკმარისია განვიხილოთ მოქლონებით ან ჭანჭიკებით შეერთება. ძაბვათა თავმოყრა ძირითადად გვხვდება, არა მხოლოდ სიხისტეთა მკვეთრი ცვლილების არეში, არამედ ნახვრეტების მიდამოში. კონცენტრაციის ამოცანას გადაწყვეტას კიდევ უფრო ართულებს მასზე მოსული დატვირთვების რთული ბუნება. აღნიშნულ სტატიაში განხილულია ღერძული დატვირთვების ქვეშ მყოფი უსასრულო ფირფიტა ცენტრალური ნახვერტით. ეს ამოცანა პირველად დრეკადობის კლასიკური თეორიის ფარგლებში ამოხნილი იყო კირშის მიერ, ხოლო, ცოტა მოგვიანებით ამოხსნის სხვა ვარიანტი შემოგვთავაზა ნ. მუსხელიშვილმა. სტატიის მიზანს წარმოადგენს პროგრამულ კომპლექს MASTRAN-ში და საპროგრამო ენა MATLAB-ში შევქმნათ სააგნარიშო მოდელი, რომლის ამონახსენი მაღალი სიზუსტით მიუახლოვდება ანალიზურ ამონახსნს.

საკვანძო სიტყვები:
ძაბვა, კონცენტრატორი, სიხისტე, სასრული ელემენტი
გამოქვეყნებული: Jan 20, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles