ელიფსური ნახვრეტის მქონე მართკუთხა ფირფიტის სიმტკიცეზე ანგარიში ღერძული დატვირთვების შემთხვევაში

Main Article Content

ს. ტეფნაძე
ს. ბლიაძე

ანოტაცია

საავიაციო კონსტრუქციის პროექტირების პროცესში ძაბვათა ველის სრულყოფილი შესწავლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემას წარმოადგენ. ძაბვათა კონცენტრაციის ველის არასრული შესწავლა ყოფილა არაერთი კატასტროფის მიზეზი, პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით ძაბვათა თავმოყრა ძირითადად გვხვდება, არა მხოლოდ სიხისტეთა მკვეთრი ცვლილების არეში, არამედ ნახვრეტების მიდამოში. შევნიშნოთ, რომ ძაბვათა თავმოყრის ანალიზისთვის განმსაზღვრელია ნახვრეტის ფორმა. აღნიშნულ სტატიაში განხილულია ღერძული დატვირთვის ქვეშ მყოფი უსასრულო ფირფიტა ცენტრალური ელიფსური ნახვერტით. ეს ამოცანა პირველად დრეკადობის კლასიკური თეორიის ფარგლებში ამოხნილი იყო რუსი მეცნიერის გ. კოლოსოვის მიერ 1909 წ. [6], ხოლო, ცოტა მოგვიანებით ამოხსნის სხვა ვარიანტი შემოგვთავაზა ინგლისელმა მეცნიერმა კ. ინგლისმა 1913 წ. [7]. სტატიის მიზანს წარმოადგენს პროგრამულ კომპლექს MASTRAN-ში შევქმნათ სააგნარიშო მოდელი, რომლის ამონახსენი მაღალი სიზუსტით მიუახლოვდება ანალიზურ ამონახსნს და დავადგინოთ თანაფარდობა ელიფსის ნახევარღერძებსა და თავმოყრილ ძაბვათა მნიშვნელობებს შორის.

საკვანძო სიტყვები:
ძაბვა, კონცენტრატორი, სიხისტე, სასრული ელემენტი
გამოქვეყნებული: Jan 20, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles