მასალის რეოლოგიური პარამეტრების განსაზღვრა გაუმჯობესებული მეთოდით ცოცვადობის პროცესის მაგალითზე
Main Article Content
ანოტაცია
წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია დრეკად-პლასტიკური თვისებების მქონე მასალების, რეოლოგიური ფუნქციების პარამეტრების განსაზღვრის განახლებული მეთოდიკა ცოცვადობის პროცესის მაგალითზე. მიდგომა დაფუძვნებულია ე.წ. მემკვიდრეობის თეორიის გამოყენებაზე, რომლის ფარგლებშიც გრაფიკების შეთავსების მეთოდით განისაზღვრება მასალის რეოლოგიური ფუნქციების პარამეტრები [1, 2]. არსებული დამკვიდრებული მიდგომით გრაფიკების შეთავსება ხდება ხელით დახაზული წირების ერთმანეთთან ვიზუალური დამთხვევის გზით, რაც ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით მნიშვნელოვან ცდომილებებთან არის დაკავშირებული. წინამდებარე შრომაში [6] წარმოდგენილი განახლებული მეთოდიკა მოიცავს გრაფიკების ზუსტად აგებას სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, ხოლო მათი შეთავსება ხდება უმცირეს კვადრატთა მეთოდის ანალოგიური მიდგომით.
კვლევის პროცესში გამოიყენება რეოლოგიური ფუნქციების თეორიული გრაფიკების და ცხრილის სახით გამოსახული მნიშვნელობების არსებული ბაზა [1], რომელიც მნიშვნელოვანია, თუმცა არასაკმარის ინფორმაციას შეიცავს. ამ ბაზის გაფართოების მიზნით შეიქმნა გარკვეული პროგრამები „Maple“-ს ბაზაზე და შემუშავდა მეთოდიკა რთული მათემატიკური გამოსახულებების, რიცხვითი მეთოდებით, მარტივად დათვლის მიზნით, კომპლექსურ სიბრტყეზე გადასვლის გზით.
არსებული კომპოზიტური მასალის ექსპერიმენტული კვლევის მონაცემების საფუძველზე გაუმჯობესებული შეთავსების მეთოდის გამოყენებით მოხდა გრაფიკების დამთხვევის სიზუსტის განმსაზღვრელი შემასწორებელი კოეფიციენტების გამოთვლა და განსხვავებების პროცენტული შეფასება.