სანაპირო ზოლში მომუშავე სამაშველო შვეულმფრენების და დრონების ფრენის უსაფრთხოების გაზრდა ძრავებში ფრინველების მოხვედრისგან დამცავი მოწყობილობების გამოყენებით
Main Article Content
ანოტაცია
წარმოდგენილი სტატია ეხება ზღვის სანაპირო ზოლში მომუშავე შვეულმფრენების და დრონების ძრავების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტური ღონისძიებების შემუშავების საკითხებს. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებელი იქნება შეიქმნას პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს იმ საჰაერო ხომალდების უსაფრთხოებას, რომლებიც გამოიყენება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში. ეს პროდუქტი იქნება ინოვაციური საავიაციო სფეროსთვის, რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანს მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს. საქართველოს სანაპირო ზოლში მრავალი დასასვენებელი ადგილია და დამსვენებელთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. ასეთ რეგიონებში ხორციელდება მრავალი სამაშველო-სამძებრო სამუშაოები. არაერთი ასეთი ოპერაცია იგეგმება და ხორციელდება დრონებისა და ვერტმფრენების გამოყენებით. მომავალში ასეთი ტიპის სამაშველო ოპერაციებში კიდევ უფრო გაიზრდება სხვადასხვა სახის დრონების ჩართულობა. ამას მოწმობს უცხოეთის წამყვანი ქვეყნების დიდი დაინტერესება დრონების მრავალმხრივი გამოყენების საკითხებში.
კვლევის მიზანია შემუშავდეს ეფექტური აღჭურვილობა და განლაგდეს საფრენი აპარატის კონსტრუქციაზე, რომელიც დაიცავს სამაშველო დრონის და შვეულმფრენის ძრავებს ფრინველებთან შეჯახებისგან და გაზრდის მათ უსაფრთხოებას სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ჩატარების დროს, განსაკუთრებით ზღვის სანაპირო ზოლზე მათი ექსპლუატაციისას. ზემოაღნიშნული ავარიების თავიდან აცილებისთვის, ერთადერთ სწორ საშუალებას წარმოადგენს, ძრავების დაცვა სპეციალური მოწყობილობებით. ბევრმა მწარმოებელმა დაიწყო საზღვაო რეგიონებში საძიებო-სამაშველო ვერტმფრენების და დრონების დამცავი მოწყობილობით აღჭურვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ბადეები დამზადებულია მარტივი სახის ლითონის კონსტრუქციისგან, რომლებიც ვერ უზრუნველყოფს სათანადო დაცვას განსაკუთრებით ისეთ ბიომრავალფეროვნებით მდიდარ ქვეყნებში როგორიც საქართველოა.
ჩვენი კვლევის საბოლოო შედეგი იქნება, საქართველოს ბიომრავალფეროვნების გათვალისწინებით, შვეულმფრენისა და დრონების ძრავებისთვის შეიქმნას ისეთი საიმედო დამცავი მოწყობილობები, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ზღვის სანაპიროებზე მომუშავე საძიებო-სამაშველო ვერტმფრენების და დრონების ფრენის მაღალი დონის უსაფრთხოებას.