მიმმართველ მილში მოთავსებული თანაღერძული ხრახნების სისტემის მახასიათებლების კვლევა
Main Article Content
ანოტაცია
უპილოტო საფრენი აპარატები თანამედროვე მსოფლიოში, ტექნიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად და სწრაფი ტემპით ვითარდება, შესაბამისად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მათი ძალური დანადგარების განვითარებაც თანხვედრაში იყოს მთლიან სისტემასთან, რადგან ძრავები არის მთავარი შემადგენელი კონსტრუქციული ელემენტი ნებისმიერი საფრენი აპარატისათვის. ნაშრომში განხილულია თანაღერძული ხრახნის სისტემა, რომელიც მოთავსებულია მიმმართველ მილში და გააჩნია ორი დამოუკიდებელი ლილვი, განსხვავებით ტრადიციული და უკვე არსებული თანაღერძული ხრახნთა სისტემებისგან. კვლევის პროცესში დამზადდა სტენდი, რომლის სქემაც მოცემულია სურ. 3-ზე. ჩატარებულია გამოცდები აღნიშნულ სტენდზე და მიღებული შედეგების საფუძველზე წარმოდგენილია დასკვნები თუ რა რეჟიმებშია მილში მოთავსებული თანაღერძული ხრახნების სისტემა მაქსიმალურად ეფექტური. აღნიშნული დასკვნები და შედეგები საშუალებას იძლევა მილში მოთავსებული თანაღერძული ხრახნის სისტემის სხვადასხვა საფრენ აპარატზე გამოყენებისას სწორად განისაზღვროს ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება ძალური დანადგარისგან მაქსიმალური დადებითი ეფექტების მიღება.