ხმოვანი რადიომაუწყებლობის სერვისიდან (87.5-108 MHz) გენერირებული ინტერმოდულაციური სიგნალების ზემოქმედების გავლენის კვლევა საჰაერო ხომალდის აერონავტიკულ ILS რადიოსანავიგაციო მიმღებზე

Main Article Content

თ. ქორთუა
რ. კუჭუხიძე

ანოტაცია

ჩვენი კვლევა ეფუძნება სატესტო პროცედურებს საავიაციო მიმღების მახასიათებლების გასაზომად, რომლებიც გამოიყენება ინტერმოდულაციური დამახინჯების დასადგენად, ისინი გენერირდება სამაუწყებლო რადიო გადამცემებიდან სიხშირულ დიაპაზონში 87-108 MHz და წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ ხელშეშლებს, ეს ხელშეშლები ზემოქმედებს აერონავტიკულ სერვისებზე 108-118 MHz რადიოსიხშირულ ზოლში. გაანალიზებულია თუ როგორ გავლენას ახდენს ამ სისტემებზე ელექტრომაგნიტური ხელშეშლები, რომლებიც გენერირდება სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის FM სამაუწყებლო რადიოსერვისიდან. ეს ხელშეშლები, ქმნიან ინტერმოდულაციურ პროდუქტს ILS - ის (108–112 MHz) სიხშირულ ზოლში, მესამე რიგის ინტერმოდულაციური დამახინჯების სახით, რომელმაც აღნიშნულ სიხშირულ ზოლში შეიძლება გამოიწვიოს სანავიგაციო მიმღებში ცრუ გადახრის სიგნალი. ამ ვითარებაში თვითმფრინავმა შესაძლოა მიიღოს არასწორი სახელმძღვანელო სიგნალები, რაც პილოტს აფიქრებინებს, რომ ხომალდი მდებარეობს მარცხნივ ან მარჯვნივ დასაფრენი ზოლის ცენტრალური ხაზიდან. ამ კატეგორიის სიგნალების მიღებამ შეიძლება შეცდომით მონიშნოს კურსის გადახრა ან გამოიწვიოს სიგნალის სრული დაკარგვა რაც გამოიწვევს დასაფრენ ზოლთან მიმართებაში თვითმფრინავის დეზორიენტაციას.

საკვანძო სიტყვები:
ავიაცია, ელექტრო-მაგნიტური ხელშეშლა (EMI), ინტერმოდულაცია, რადიონავიგაცია, ხელსაწყოებით დაფრენის სისტემა (ILS), კურსიდან გადახრის მანიშნებელი (CDI), სხვაობა მოდულაციის სიღრმეებს შორის
გამოქვეყნებული: Jan 20, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles