კომპიუტერული ტექნოლოგიები და მათი გამოყენება საავიაციო სამეცნიერო კვლევებში

Main Article Content

დემურ ვეფხვაძე

ანოტაცია

დღეს თანამედროვე მეცნიერება ვითარდება ინფორმაციის მოცულობის სწრაფი ზრდის, რთული გამოთვლითი ამოცანების და მაღალი სიზუსტის ექსპერიმენტების ჩატარების პირობებში. ასეთ პირობებში კომპიუტერული ტექნოლოგიები გახდა სამეცნიერო კვლევების განუყოფელი ნაწილი, რომელიც ხსნის ახალ ჰორიზონტებს ცოდნის სხვადასხვა სფეროში.


თანამედროვე სამეცნიერო კვლევები წარმოუდგენელია კომპიუტერული ტექნოლოგიების გარეშე, რომლებიც გახდა მონაცემების დამუშავების, ანალიზის და ინტერპრეტაციის საფუძველი. გამოთვლითი სიმძლავრეების განვითარებით და ინოვაციური პროგრამული გადაწყვეტებით მეცნიერებმა მიიღეს საშუალება გადაწყვიტონ ურთულესი ამოცანები, რომელთა გადაჭრა ადრე შეუძლებელი იყო. კომპიუტერული ტექნოლოგიები მეცნიერებს უზრუნველყოფენ რთული ამოცანების მოდელირების, დიდი მონაცემების დამუშავების, რუტინული ამოცანების ავტომატიზაციის და ექსპერიმენტების ჩატარების ინსტრუმენტებით ანალიზის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ისინი პოულობს გამოყენებას როგორც ფუნდამენტურ, ისე გამოყენებით კვლევებში.


ნაშრომში განხილულია და ყურადღებაა გამახვილებული კომპიუტერული ტექნოლოგიების განმსაზღვრელ როლზე და მნიშვნელობაზე, როგორც ზოგადად სამეცნიერო კვლევების შემთხვევაში, ისე კერძოდ საავიაციო სფეროში სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების ამოცანების გადაწყვეტის ფართო შესაძლებლობაზე. მოყვანილია სამეცნიერო - კვლევითი სამუშაოს რაციონალური ორგანიზაციის სქემა სისტემური მიდგომის პრინციპების გამოყენებით. მოცემულია კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ძირითადი მიმართულებები და გადსაწყვეტი ამოცანები. შემოთავაზებულია სამეცნიერო კვლევების ავტომატიზებული სისტემის, როგორც ამ ამოცანების გადაწყვეტის სისტემის ტიპური სტრუქტურა, სტრუქტურში შემავალი თითოეული ბლოკის თუ კომპონენტის ფუნქციური დანიშნულების ანალიზით.


ნაშრომში მნიშვნელოვანი ყურადღება აქვს დათმობილი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხს ავიაციაში და მისი როლის ანალიზს საავიაციო კვლევებში. განხილულია მათი გამოყენების საკვანძო სფეროები ავიაციაში, ხაზგასმულია მათი უპირატესობები, შემდგომი განვითარების პერსპექტივები და გავლენა ინოვაციებზე საავიაციო ინდუსტრიაში.

საკვანძო სიტყვები:
კომპიუტერული ტექნოლოგიები, სამეცნიერო კვლევის ავტომატუზებული სისტემა, საავიაციო სამეცნიერო კვლევა, აეროდინამიკური მოდელირება, ფრენების სიმულაცია, ღრუბლოვანი ტექნოლოგიები
გამოქვეყნებული: Jan 20, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles