ავტორები ვალდებულნი არიან სამეცნიერო ნაშრომები წარმოადგინონ შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

1. სამეცნიერო ნაშრომი უნდა იყოს რედაქციაში წარდგენილი რეცენზიით და ავტორის (ან ავტორების) წერილობითი პასუხით რეცენზენტის დასკვნაზე. ავტორმა(ებმა) - საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტიდან და სხვა უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებებიდან უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ფაკულტეტების (წარმომადგენლების) გადაწყვეტილება მოცემული სტატიის გამოქვეყნების მიზანშეწონილობის შესახებ, ხოლო ავტორმა(ებმა) კვლევითი ინსტიტუტებიდან და კომპანიებიდან - სამეცნიერო ან სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს გადაწყვეტილება.
2. სამუშაო მომზადებული უნდა იყოს Microsoft Word - დოკუმენტში.
3. სამეცნიერო ნაშრომები უნდა იყოს აკრეფილი შრიფტით - „Sylfaen“. ნაშრომის ტექსტური ნაწილი უნდა იყოს ნაჩვენები ორ სვეტში.
4. სამეცნიერო ნაშრომი რედაქციაში წარმოდგენილი უნდა იყოს თაბახის A4 ზომის ფურცლებზე და მოწოდებული რედაქციის ელ-ფოსტაზე. შრიფტის ზომა 11, ინტერვალი სტრიქონებს შორის - 1,15, მინდვრები: ზემოდან 30მმ, მარცხნიდან 25მმ, მარჯვნიდან 20მმ, ქვემოდან 25მმ, სამუშაოს დასახელება იწერება შრიფტის ზომით - 14, გვარი და სახელი ზომით - 13, ორგანიზაციის დასახელება, სადაც შესრულებულია სამუშაო, მითითებულია ფრჩხილებში ზომით 13, ხოლო მისი მისამართი ზომით 10), სამუშაოს რეზიუმე იბეჭდება დახრილი შრიფტით ზომით - 10, საკვანძო სიტყვები იწერება შრიფტის ზომით - 12, რეფერატი იწერება ზომით - 11. რეზიუმეები უნდა იყოს დაწერილი გამოყენებული ლიტერატურის შემდეგ ინგლისურ ენაზე. მასში მითითებული უნდა იყოს სამუშაოს დასახელება, წერილის ავტორის(ების) სახელი და გვარი.
5. ცხრილები, სქემები, გრაფიკები და ფორმულები უნდა იყოს წარმოდგენილი კომპიუტერული გრაფიკით.
6. გამოყენებულ ლიტერატურაში საჭიროა მითითებული იყოს ავტორის(ების) გვარი, ინიციალები, წიგნის დასახელება, გამოქვეყნების ადგილი, გამომცემლობა და გამოშვების წელი. თუ ლიტერატურაში მითითებულია სამეცნიერო წერილი, უნდა მიეთითოს ავტორის(ების) გვარი, წერილის სათაური, ორი დახრილი ხაზით უნდა გამოიყოს ჟურნალის სათაური, გამოქვეყნების ადგილი, გამოშვების წელი და ჟურნალის ტომის ნომერი. გამოგონებაზე პატენტის გამოყენებისას, გამოყენებულ ლიტერატურაში უნდა მიეთითოს გამოგონების სახელი, სახელმწიფო, რომელსაც ეკუთვნის პატენტი, პატენტის ნომერი, პატენტის გაცემის თარიღი, ერთი დახრილი ხაზით გამოიყოფა ავტორი(ები), ადგილი და გამოშვების წელი.
7. უარყოფითი რეცენზიის შემთხვევაში, ავტორის(ების) თხოვნით, სარედაქციო საბჭომ შესაძლებელია ნება დართოს სამეცნიერო წერილის გამოქვეყნებაზე, რომელზეც იქნება დასმული ბეჭედი, რაც აღნიშნავს იმას, რომ სამეცნიერო ნაშრომი განხილვაშია.
8. სამეცნიერო ნაშრომზე უნდა იყოს ავტორის(ების) ხელმოწერა.