პროპელერის მრავალკრიტერიუმიანი პროექტირების აპლიკაცია (MCDM)
Main Article Content
ანოტაცია
მოცემულ კვლევაში წარმოდგენილია Python-ზე დაფუძნებული მრავალკრიტერიული გადაწყვეტილების მიღების (MCDM) აპლიკაცია სამოქალაქო და მსუბუქ ავიაციაში გამოყენებული პროპელერების კონსტრუქციისთვის, რომელიც აერთიანებს სტრუქტურირებულ ლოგიკურ პროცესს და აფასებს მრავალ პარამეტრს, მათ შორის: საავიაციო ხომალდის კატეგორიას, ძრავის ტიპს და სიმძლავრეს, გარემო პირობებს, ასევე პრიორიტეტებს, როგორიცაა წონა, ხმაური და ღირებულება. EASA-ის მოდული 17, „პროპელერი“-ს მიხედვით, აპლიკაცია რეკომენდაციას აძლევს პროპელერის ოპტიმალურ კონფიგურაციებს, მათ შორის: Pitch-ის ტიპის ფრთის მასალას, ამოქმედების მექანიზმს, შემოყინვის საწინააღმდეგო სისტემას, ფრთების რაოდენობას და ბრუნვის სტრატეგიას. ამავე დროს უზრუნველყოფს ქვესისტემებს შორის თავსებადობას და თავიდან იცილებს კრიტიკულ შეცდომებს, როგორიცაა არასამთავდებლო მასალა-სიმძლავრის კომბინაციები, არასწორი ტიპის მასალის არჩევა ან შეუსაბამო შემოყინვის საწინააღმდეგო სისტემა. ის ასევე ითვალისწინებს ოპერაციულ ფაქტორებს, როგორიცაა კრიტიკული ძრავის ეფექტები და ხმაურის შემამცირებელი ტექნოლოგიები, მათ შორის სინქროფეიზირება და სინქრონიზაცია, რაც უზრუნველყოფს ეფექტიანობის, წარმადობის და უსაფრთხოების ბალანსს. ამ ფაქტორების მრავალკრიტერიულ ჩარჩოში გაერთიანებით, წარმოდგენილი მეთოდიკა ინჟინრებს, ტექნიკოსებს და სტუდენტებს სთავაზობს საიმედო გზამკვლევს, რათა გამოიკვლიონ პროპელერის განხორციელებადი კონსტრუქციები ოპერაციული უსაფრთხოების და სისტემური ეფექტიანობის შენარჩუნების პირობებში.