ვერტმფრენის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის პროექტი
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში განხილულია ტანდემური სქემის მქონე უპილოტო ვერტმფრენის კონცეფცია, მისი ტექნიკური და კონსტრუქციული თავისებურებები. აღნიშნული სქემა გამოირჩევა სტაბილურობით, გაზრდილი ამწეობით და ბრუნვითი მომენტის შიდა ბალანსით, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას კომპაქტური, ენერგოეფექტური და მრავალფუნქციური საფრენი სისტემა. აპარატის მოდულური არქიტექტურა, კომპოზიტური მასალების გამოყენება და ელექტროძრავზე დაფუძნებული სისტემა უზრუნველყოფს საიმედო და დაბალხმაურიან მუშაობას. ტანდემური სქემის უპილოტო საფრენი ვერტმფრენი (UAV) ოპტიმალურია ლოგისტიკური, სამაშველო და სადაზვერვო ამოცანების შესრულებისთვის რთულ რელიეფსა და მეტეოროლოგიურ პირობებში. ჩატარებული ანალიზი ადასტურებს, რომ ტანდემური სქემის ინტეგრაცია უპილოტო სისტემებში წარმოადგენს პერსპექტიულ მიმართულებას თანამედროვე ავიაკონსტრუქციების განვითარებაში.