თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების მომსახურე სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ეკონომიკური და ეკოლოგიური საკითხების კვლევა
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში განხილულია (თვითმფრინავების მიწისზედა მომსახურების საშუალებები (GSE) ოპერაციებთან დაკავშირებულ ეკონომიკურ ხარჯები და გარემოსდაცვითი საკითხები. კვლევის მიზანია შეფასდეს არსებული ვითარება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მაგალითზე, სადაც გაანალიზებულია 2025 წლის აპრილის თვის GSE-ის საწვავის მოხმარებისა და გამონაბოლქვის მონაცემები. ნაშრომში დეტალურად დათვლილია საწვავის ხარჯები და შეფასებულია ემისიების დონე, გარემოსდაცვით ნორმებთან შედარებით. მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ GSE ოპერაციები მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებთან და გარემოს დაბინძურებასთან არის დაკავშირებული. ამ გამოწვევების საპასუხოდ, შემოთავაზებულია კონკრეტულ სტრატეგიები, მათ შორის ელექტრო ან წყალბადის საწვავზე მომუშავე GSE-ზე გადასვლის თვალსაზრისით. ასეთი GSE-ის დანერგვა გამოიწვევს საწვავის ხარჯების მნიშვნელოვან დანაზოგს და თითქმის ნულოვან ნახშირბადის ემისიებს, რაც ხელს შეუწყობს აეროპორტის მდგრად და ეფექტურ განვითარებას. საბოლოოდ, ნაშრომი წარმოადგენს საფუძვლიან ანალიზს და პრაქტიკულ რეკომენდაციებს თბილისის აეროპორტის სახმელეთო ოპერაციების ეკოლოგიური კვალის შესამცირებლად და საოპერაციო ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.