Technam P2008 ტიპის საჰაერო ხომალდის საექსპლუატაციო მახასიათებლების კვლევა და ანალიზი

Main Article Content

ნიკა თიკანაშვილი
თორნიკე ტეფნაძე

ანოტაცია

ნაშრომი აერთიანებს Tecnam P2008 ტიპის მსუბუქი საჰაერო ხომალდის საექსპლუატაციო მახასიათებლების მრავალმხრივ კვლევასა და ანალიზს, რომლის მიზანია განსაზღვროს აღნიშნული ტიპის თვითმფრინავის ძირითადი უპირატესობები და მათი გავლენა ფრენის უსაფრთხოებაზე. კვლევა ეფუძნება თვითმფრინავის ტექნიკურ დოკუმენტაციას, ექსპლუატაციის სახელმძღვანელოებსა და საერთაშორისო მარეგულირებელი სტანდარტების შედარებით ანალიზს.
სტატიის ფარგლებში განხილულია თვითმფრინავის სიჩქარესთან და მანევრულობასთან დაკავშირებული კრიტიკული პარამეტრები (VNE, VA, VX, VY), მათი ზეგავლენა მფრინავის გადაწყვეტილების პროცესზე და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები. წარმოდგენილი თვითმფრინავების მოდელების Cessna 172, Diamond DA20 და Pipistrel SW121 შედარებითი ანალიზი მოწმობს Tecnam P2008-ის მაღალ ეფექტიანობას, მართვის სიმარტივესა და ეკონომიურობას.
კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ Tecnam P2008 წარმოადგენს თანამედროვე მსუბუქი ავიაციის სტანდარტების შესაბამის თვითმფრინავს, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიურ ინოვაციას, ეკონომიურობას და ფრენის უსაფრთხოების მაღალ დონეს. მისი გამოყენება განსაკუთრებით მიზანშეწონილია საფრენოსნო მომზადების ეფექტური განხორციელებისთვის.

საკვანძო სიტყვები:
Tecnam P2008, საექსპლუატაციო მახასიათებლები, ფრენის უსაფრთხოება
გამოქვეყნებული: დეკ 22, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles