იშვიათ მიწათა მეტალების არშემცველი მუდმივი მაგნიტების დომენური კედლების პინინგის შესწავლა ბირთვული მაგნიტური რეზონანსის მეთოდის გამოყენებით
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში განხილულია მოდიფიცირებული ბირთვული მაგნიტური რეზონანსის (ბმრ) ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობა კობალტის მიკროფხვნილებსა და ნანომავთულებში დომენური კედლის პინინგის (დაფიქსირების) შესასწავლად. კერძოდ, ინფორმაცია დომენის კედლის პინინგის შესახებ კობალტის ნანომავთულებში სასარგებლოა იშვიათ მიწათა მეტალების არშემცველი მუდმივი მაგნიტების მაგნიტური თვისებების ზუსტად დასარეგულირებლად.
კობალტის მიკროფხვნილებში ბირთვული მაგნიტური რეზონანსის მეთოდით დამატებითი მაგნიტური ვიდეოიმპულსის ერთობლივი მოქმედებისას პირველად იქნა შესწავლილი დომენური კედლების პინინგის ძალა, რომელიც დამოკიდებულია მაგნიტური ვიდეოიმპულსის ხანგრძლივობასა და მუდმივი მაგნიტური ველის მნიშვნელობაზე. ასევე ჩატარდა კობალტის მიკრო და ნანომავთულებში ორიმპულსიანი ექოს მაგნიტური ვიდეოპულსის ამპლიტუდაზე დამოკიდებულების შედარებითი კვლევა.