ელიფსური ნახვრეტის მქონე ფირფიტის მოდელირება ღერძული დატვირთვის შემთხვევაში პლასტიკური დეფორმაციის გათვალისწინებით

Main Article Content

ს.ნ. ბლიაძე
ს.ს. ბლიაძე
ნ.ს. ბლიაძე

ანოტაცია

რღვევის თეორიის შესწავლის ერთ-ერთი პრობლემაა დაძაბულობის ველის შესწავლა კონკრეტული კონცენტრატორების არეში. პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით, დაძაბულობის კონცენტრაცია ძირითადად გვხვდება არა მხოლოდ სიხისტის მკვეთრი
ცვლილების არეში, არამედ ხვრელების მიდამოშიც. კონცენტრაციის პრობლემის გადაწყვეტას კიდევ უფრო ართულებს დატვირთვის შედეგად მიღებული მასალის ფიზიკური არაწრფივობა. ამ სტატიაში განხილულია უსასრულო ფირფიტა ცენტრალური გრძივი ხვრელით, კონკრეტულად ელიფსური, ღერძული დატვირთვის ქვეშ. სტატიის მიზანია პროგრამულ კომპლექსში FEMAP-ში სადიაგნოსტიკო მოდელის შექმნა, რომლის გადაწყვეტა მოგვცემს კონცენტრაციის ზონის (გავრცელების არეალის) შეფასებას.


რიცხვითი ექსპერიმენტიდან გამომდინარე შეიძლება გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა, თუ ფირფიტის ზედაპირის აპროქსიმაციას მოვახდენთ სხვადასხვა ზომის 4 - კვანძიანი ოთხკუთხა ელემენტებით (არაა საჭირო იზოპარამეტრული მაგ. 8 კვანძიანი ოთკუთხა
ელემენტების გამოყენება) ცდომილება ანალიზურ ამონახსნთან მიმართ პრაქტიკულად 0-ის ტოლია და ასევე თუ ნახვრეტის ნახევარღერძების შეფარდება ორის ტოლია მაშინ ძაბვის მნიშვნელობა პარაბოლის წვეროებზე იზრდება შვიდჯერ.

საკვანძო სიტყვები:
დატვირთვა, კონცენტრატორი, სიმტკიცე, სასრული ელემენტი
გამოქვეყნებული: Dec 11, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles