დრონის ძრავების ფრინველთან შეჯახებისგან დამცავი ბადისა და ფიჭა-კონუსის მასალების კვლევა

Main Article Content

ბ. მაზანიშვილი
რ. ხაჩიძე
ნ. ბლიაძე
დ. გვენცაძე

ანოტაცია

ფრინველთან შეჯახება სერიოზული საფრთხეა ავიაციის უსაფრთხოებისთვის. ასეთმა შემთხვევებმა შეიძლება გამოიწვიოს საფრენი აპარატის დაზიანება, ძრავის გაჩერება, უარეს შემთხვევაში კატასტროფა. ამიტომ, ამ პრობლემის შესწავლა და პრევენციის მეთოდების შემუშავება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ავიაციის სფეროში. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრში დამუშავდა დრონებისა და საჰაერო ტაქსის ძრავების ფრინველთან შეჯახებისგან დამცავი ბადეებისა და ფიჭას ტიპის კონუსის კონსტრუქციები. ასეთი შეჯახების შედეგების პრევენციის მიზნით დამცავი ბადეების გამოყენება საპასუხისმგებლო ამოცანაა. იგი მოითხოვს კონსტრუქციული მასალების ყურადღებით შერჩევას და გამოცდას ექსპლუატაციის ნორმალურ და ექსტრემალურ პირობებში.

საკვანძო სიტყვები:
საფრენი აპარატების უსაფრთხოება, დამცავი ბადეები, მაღალი სიმტკიცის ბოჭკოები, დარტყმამედეგი პლასტიკები, კარბონის ბოჭკოთი არმირებული პოლიამიდი
გამოქვეყნებული: Jan 20, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles